ჩვენ შესახებ

რა არის მიმოსი

მიმოსი არის სასწავლო ცენტრი, რომელიც თითოეულ მოსწავლეს ინდივიდუალურად ურჩევს უმოკლეს გზას სასურველ შედეგამდე. მიმოსი მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს სთავაზობს საგამოცდო საგნებში მომზადებას მასზე მორგებული გზით.

ხედვა

ყველა მოსწავლეს შეუძლია ისწავლოს კარგად. სწავლების პროცესის ფსიქოლოგიური უზრუნველყოფა და უსაფრთხო, კეთილგანწყობილი სასწავლო გარემო მოზარდის ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენისა და განვითარების აუცილებელი პირობაა, პროფესიონალების მიერ სწორად დაგეგმილი მიდგომები და მხარში დგომა, კი თითოეული მოსწავლის წარმატების გარანტიაა.

მისია

ცენტრი ორიენტირებულია დღევანდელობის შესაბამისი კონკურენტუნარიანი განათლებით აღჭურვილი ახალგაზრდების აღზრდაზე, მათ წარმატებულ მომავალზე. საინტერესო, ხალისიან, მშვიდ, მოსწავლე-მასწავლებლების ურთიერთპატივისცემის გარემოში მივცეთ ჩვენს აპლიკანტებს თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისი აკადემიური განათლება; ხელი შევუწყოთ მათი უნარ-ჩვევებისა და დამოკიდებულებების განვითარებას, რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში დასჭირდებათ. მოვამზადოთ ისინი საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციისათვის.

ვაზიაროთ მოსწავლეები ცოდნის დაუფლების ხელოვნებას - ვასწავლოთ სწავლის სტრატეგიული და ენერგიული მართვა ყველა დისციპლინაში.

მიზნები

  • თითოეულ მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის ორგანიზება დიაგნოსტიკაზე დაფუძნებული ინდივიდუალური მიდგომებით.
  • სასწავლო დისციპლინების გაღრმავებული სწავლება. საფუძვლიანად შევასწავლოთ მოსწავლეებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ყველა საგანი.
  • მოსწავლეების მომზადება როგორც საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, ასევე რეალურ ცხოვრებაში წარმატებული ნაბიჯებისთვის.
  • ზრუნვა მოსწავლეთა მოტივაციაზე შემეცნებითი ღონისძიებებით, კონფერენციებით, ტესტირებებით, ინტეგრირებული სემინარებით.

ღირებულებები

თანადგომა. ჩვენ ვიკვლევთ თქვენს საჭიროებებს და ვზრუნავთ მათ დაძლევაზე.

პროგრესი. ჩვენი ქვეყნის, თითოეული ჩვენთაგანის წარმატებულ მომავალს გონიერი, განათლებულ თაობა უზრუნველყოფს. ჩვენ გვჯერა მათი შესაძლებლობების და მხარს ვუჭერთ მის განვითარებას.

სამართლიანობა. ჩვენი ყველა ქმედება კეთილსინდისიერი და გამჭვირვალეა, ჩვენ მხარს ვუჭერთ ტოლერანტობის პრინციპებს.

პროფესიონალიზმი. ჩვენი გუნდი კომპეტენტურია, შესაბამისად უცხოა დილეტანტიზმი და მოსწავლეებს ვაძლევთ მაღალ აკადემიურ განათლებას, ვუვითარებთ უნარ-ჩვევებსა და ჯანსაღ დამოკიდებულებებს.

სიახლეები

ლოგიკცენტრი

"მიმოსის" შაბათ-კვირის სკოლა, რომელიც სამ საგანს მოიცავს (წიგნიერება, მათემატიკური ლოგიკა და გამოყენებითი ხელოვნება) ბავშვების ზოგადი განათლების ასამაღლებლად შეიქმნა. მრავალი უნარ-ჩვევების- შემოქმედებითობის, დროის მართვის, კონცენტრაციისა და მოსმენის კულტურის, წვრილი მოტორიკის განვითარებასთან ერთად, პატარები წიგნის სიყვარულსაც სწავლობენ.

გაეცანით სრულად

ღია კარის დღე

2017 წლის 14 სექტემბერს 13 საათიდან 20 საათამდე ცოდნის სახლი მიმოსი გიწვევთ ღია კარის დღეზე. მობრძანდით და მიიღეთ დეტალური ინფორმაცია სასწავლო პროცესისა და პროგრამების შესახებ.

ცოდნის სახლი მიმოსი

მეთოდოლოგია

ჩვენი მეთოდოლოგია თემატურად ფარავს ეროვნულ სასწავლო გეგმას ყველა საგანში, თუმცა უმთავრესია მოზარდის ინდივიდუალური ინტერესები და შესაძლებლობები: როგორ იაზრებს ცოდნის მიღების პროცესს, როგორ აკავშირებს ცოდნას რეალობასთან. ჩვენ ვასწავლით როგორ ისწავლოს საკუთარი შესაძლებლობებით, საკუთარ ტემპში და ამგვარად ვზრდით მოტივაციას სწავლისადმი. მხარდამხარ მივყვებით სწავლების პროცესს. სასწავლო პროცესი გამდიდრებულია მრავალფეროვანი ვიზუალური და პრაქტიკული მასალებით.

მიმოსი სასწავლო გარემოა, საიდანაც მოსწავლე გადის დამღლელი საშინაო დავალებების გარეშე. დღის გეგმები დასწავლის კუთხით ამოწურულია.

ცენტრის გუნდი მუდმივ კონტაქტზეა მშობლებთან ტექნოლოგიების საშუალებით, თუ ინდივიდუალური შეხვედრებით. მშობელი სრულად ფლობს ინფორმაციას შვილის პროგრესის და მიღწევების შესახებ.

სადიაგნოსტიკო ტესტი. საგნის პედაგოგი და ფსიქოლოგი შეაფასებენ მოსწავლის უნარებსა და შესაძლებლობებს, რათა სწორად დაიგეგმოს სწავლების პროცესი.

სწავლება. მოსწავლე იძენს პრაქტიკულ ცოდნას და უნარებს, რაც მეთოდოლოგიითაა განსაზღვრული. სწავლება მიმდინარეობს, როგორც ჯგუფურად ასევე ინდივიდუალურად, მოსწავლის სურვილის შესაბამისად.

ორიენტაცია თითოეულ მოსწავლეზე. ყველა ბავშვი ინდივიდუალურია და შეუძლია კარგად სწავლა საკუთარ ტემპში, საკუთარი მიდგომებით. ცენტრში მუშაობს ფსიქოლოგიური სამსახური, რათა სწავლების და განვითარების პროცესი მოერგოს თითოეული მოსწავლის ინდივიდუალურ თავისებურებებს.

სტრუქტურა

მიმოსი შედგება ხუთი ურთიერთდამოკიდებული ნაწილისგან:

  1. თითოეულ მოსწავლეზე ორიენტირებული საგაკვეთილო მოდულები. ყველა მოსწავლეს აქვს საშუალება ისწავლოს საკუთარ ტემპში, მასზე მორგებული მეთოდებით, პროფესიონალების მხარდაჭერითა და თანამედროვე სასწავლო რესურსების გამოყენებით.
  2. სავარჯიშო გარემო. კომფორტულ სამუშაო გარემოში მოსწავლეებს საშუალება აქვთ ივარჯიშონ და ითანამშრომლონ პედაგოგებთან, რომლებიც მუდმივად მათ გვერდით არიან. აქ ათასობით სავარჯიშო, თუ ამოცანაა მათი უნარების გასავითარებლად.
  3. გამოცდის სიმულაცია. მოწყობილია სივრცე, სადაც ჩატარდება შესაბამისი სტანდარტული გამოცდის სიმულაცია. კურსის განმავლობაში საშუალება მოგეცემათ გაიაროთ 20-ზე მეტი სიმულირებული გამოცდა.
  4. ეფექტური უკუკავშირი. მოსწავლეების მიერ დაწერილი სიმულირებული გამოცდების შედეგების სწრაფი შეფასება-ანალიზი და ოპტიმალური კურსის დაგეგმვა შედეგის გასაუმჯობესებლად.
  5. ფსიქოლოგიური სამსახური. ცენტრში მუშაობენ გამოცდილი სპეციალისტები ტიპიური თუ შშმ მოსწავლეების სწავლის პროცესის ხელშესაწყობად.

სასწავლო გარემო

ვისწრაფვით თვითრეალიზაციისაკენ და ვითვალისწინებთ, რომ ამისათვის უმნიშვნელოვანესია სასიცოცხლო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. მშვიდ, კომფორტულ გარემოში ყველა პირობაა შექმნილი ინტელექტუალური აქტივობებისთვის. პოზიტიური დამოკიდებულება პედაგოგების მხრიდან, სწორად შერჩეული სასწავლო მიდგომები, მოსწავლეზე მორგებული გრაფიკი უზრუნველყოფს ხარისხიან და ხალისიან სწავლების პროცესს.

ანგარიშები

მიმოსი ჩვენი სახლია- ჩვენ ერთი გუნდი ვართ.

დროული და ეფექტური უკუკავშირი სწავლების ხარისხს უზრუნველყოფს.

მიმოსი გთავაზობთ ინფორმაციის გაცვლას სხვადასხა ფორმით:

  • ყოველი კვარტლის ბოლოს მშობლები მიიღებენ კონვერტებს, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი მოსწავლის პროგრესი.
  • ინდივიდუალური შეხვედრები პედაგოგებთან.
  • კავშირი ტექნოლოგიური საშუალებებით.

წახალისება

სწავლების პროცესისთვის წახალისება მნიშვნელოვანია. სერტიფიკატები, ტიტულები, მიზნობრივი ექსკურსია-ლაშქრობები და დაჯილდოების სხვა ფორმები საინტერესოს და მიმზიდველს ხდის ჩვენთან სწავლას. შეხვედრები სხვადასხვა დარგის წამყვან სპეციალისტებთან, მათ სამუშაო ადგილებზე და სემინარების კურსი ჩვენს ცენტრში აბიტურიენტთა პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის მიზნით, ახალისებს მოსწავლეს და უძლიერებს სწავლის მოტივაციას.

წესები და პირობები

გადახდის ფორმები: სწავლის საფასურის გადახდა ხდება საქართველოს ბანკისა და ლიბერთი ბანკის ფილიალებში.

ანგარიშების ნომრები:

უფასო გაკვეთილები: პირველი და მეორე გაკვეთილი უფასოა, მესამე გაკვეთილზე დასწრების უფლება აქვს მოსწავლეს, რომლის სახელზეც ფიქსირდება გადახდა ჩვენს ანგარიშზე.

რეგისტრაცია: მოსწავლის რეგისტრაცია ხდება ადგილზე, სარეგისტრაციო ბარათის შევსებით. არასრულწლოვანი აპლიკანტისათვის საჭიროა მოსწავლის და მშობლის სარეგისტრაციო ბარათების შევსება. რეგისტრატორი შეგირჩევთ სასურველ განრიგს და მოგაწვდით ყველა საჭირო დამატებით ინფორმაციას.